საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი: მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ქართულ-ჩეხურ ურთიერთობებს გააჩნია ეკონომიკის მიმართულებით

მედია და საზოგადოება 03 მაისი 2022
დავით სონღულაშვილი: მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ქართულ-ჩეხურ ურთიერთობებს გააჩნია ეკონომიკის მიმართულებით

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარესთან ერთად საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.


„ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში არაერთ ბიზნესს ახორციელებს და დაინტერესებულია გაიზარდოს ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონიმიკური ურთიერთობები. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, ასევე საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული შეთანხმებები თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით, მყარ საფუძველს იძლევა აქტიური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის და მნიშვნელოვანი საინტერესო პროექტების განხორციელებისთვის. მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ შარშანდელთან შედარებით 54%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, რაც თავისთავად ცხადია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტერესს და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად ნაყოფიერია ეს ურთიერთობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და შევეცადოთ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც ქართულ-ჩეხურ ურთიერთობებს გააჩნია ეკონომიკის მიმართულებით. დღევანდელ ბიზნეს ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის ინტერესს. ჩვენი როლია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ შესაძლებლობა, რომ მათ ინვესტიციები გააკეთონ საქართველოში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმზე.


დავით სონღულაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ მადლიერება გამოხატა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.


„ასეთი მხარდაჭერით ევროკავშირთან თავსებადობის ამაღლებას ეწყობა ხელი. მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, შესაბამისად მივიღეთ კითხვარი, რომელიც შევსების აქტიურ პროცესშია. დარწმუნებული ვართ წელს კიდევ უფრო გამახვილდება ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე და საქართველოს ექნება თქვენი მხარდაჭერის, გამოცდილების გაზიარების იმედი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.


ღონისძიება, საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.


ფორუმზე ხელი მოეწერა ქართულ-ჩეხური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მსგავსი

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R