საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორის კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

მედია და საზოგადოება 30 Mar 2026
დიასპორის კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორის კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობისა და 2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.


„2017 წლიდან, მას შემდეგ რაც დიასპორასთან ურთიერთობის თემატიკას საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმართავს, კიდევ უფრო აქტიური და პროდუქტიული გახდა დიასპორასთან თანამშრომლობა. დიასპორის მხარდამჭერ ღონისძიებებს, მათ შორის მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.


მომხსენებელმა, საანგარიშო პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მან ყურადღება დიასპორის დღეზე გაამახვილა, რომელიც ყოველწლიურად, 27 მაისს იმართება და რომელშიც როგორც დიასპორის, ისე ხელისუფლების ყველა შტოს, საპატრიარქოს და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.


ხათუნა თოთლაძემ სხდომაზე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც საზღვარგარეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და დიასპორის კომიტეტის აქტიური თანამშრომლებით ხორციელდება.
მან საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება.


„ამ პროგრამის ფარგლებში ხდება საკვირაო სკოლების იმ საჭიროებით უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ჩვენი თანამემამულეების, ახალგაზრდების, ბავშვების კიდევ უფრო მეტი მოტივაციისთვის, რათა მათ კარგად ისწავლონ ქართული ენა, კულტურა და ისტორია, შეინარჩუნონ ის იდენტობა, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენი თანამემამულეებისთვის საზღვარგარეთ“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.


მომხსენებელმა ისაუბრა პედაგოგების გადამზადების პროგრამასა და კალიგრაფიის კონკურსზე, ასევე უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამებზე.


„საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ დიასპორა იყოს ჩართული იმ პოლიტიკაში, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, რადგან ძირითად სლოგანს „ძლიერი დიასპორა - ძლიერი სახელმწიფო“, სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობები მაქსიმალურად შეესაბამებოდეს“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.


მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს, სამინისტროში განხორციელებულ სტრუქტურული ხასიათის რეფორმასთან ერთად, მოხდა დიასპორული პოლიტიკის კონცეფციისა და სტრატეგიის ახლებურად გააზრება, შემუშავდა დიასპორული პოლიტიკის რეფორმა, რომლის პრეზენტაციაც 2026 წლის 27 მაისს გაიმართება.


როგორც დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, დიასპორული მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელიც ახალი ხედვებით და მიდგომებით აუცილებლად იქნება დაძლეული.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 Jun 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 Jun 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 Jun 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R