საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ელისო ბოლქვაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 25 სექტემბერი 2024
ელისო ბოლქვაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის მოწვევით, საქართველოში სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. სომეხ კანონმდებლებთან შეხვედრისას კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის პარლამენტების კომიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შორის მეგობრული შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი არსებობს და უკვე ორი წელია ჩვენ სომეხ კოლეგებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. კულტურის კომიტეტის წევრები ვიმყოფებოდით სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში და ამჟამად ჩვენი კოლეგები საპასუხო ვიზიტით გვსტუმრობენ. ჩვენ შორის გამართულ შეხვედრებზე ბევრი საინტერესო და საქმიანი ინიციატივა გაჟღერდა და ჩვენ აქტიურად მივყვებით იმ პროექტებს და სამუშაო გეგმას, რაც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დავსახეთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მხარეები მუშაობენ რომ ერევანსა და თბილისში საქართველოს და სომხეთის დღეები გაიმართოს. მისივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ორივე მხარისთვის სასარგებლო და საინტერესოა.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ისკო დასენი და პარლამენტის წევრები ბაია კვიციანი და სუმბატ კიურეღიანი დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R