საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ელისო ბოლქვაძემ „ნიჭიერთა ათწლედის“ განახლებული შენობის საზეიმოდ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 21 სექტემბერი 2024
ელისო ბოლქვაძემ „ნიჭიერთა ათწლედის“ განახლებული შენობის საზეიმოდ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ „ნიჭიერთა ათწლედის“ განახლებული შენობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

 

საქართველოს მთავრობისა და ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით, სრულად რეაბილიტირებული თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“ შენობა საზეიმოდ გაიხსნა.

 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორი ნოდარ ჟვანია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

გაიმართა „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებულ მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა ერთობლივი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე, სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული კვარტეტის წევრები, სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნინო კასრაძე, კონსერვატორიის პროფესორი თამარ ლიჩელი, კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი თემურ გუგუშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი დავით ევგენიძე, კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი შავერზაშვილი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და სხვები.

 

შესრულდა ქართველ და დასავლეთევროპელ კომპოზიტორთა სოლო და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები.

 

მიმდინარე წელს სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ დაარსების 90 წლისთავს ზეიმობს და სიმბოლურია, რომ ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები განახლებულ შენობაში შეხვდებიან.

 

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე (№19) მდებარე შენობაში ათწლედი 2010 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა წლების განმავლობაში სასწავლებელი ურთულესი პრობლემების წინაშე იდგა: შენობა ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს, განადგურებული იყო სკოლის ინფრასტრუქტურა, რაც სერიოზულად აფერხებდა სასწავლო პროცესს; სკოლაში არ არსებობდა მცირე ფართობის საკონცერტო დარბაზიც კი. ეს ვითარება ურთულეს მდგომარეობაში აყენებდა პედაგოგებს და იმ ბავშვებს, რომლებიც მუსიკას პროფესიად ირჩევენ.

 

2016 წელს ფონდმა „ქართუმ“ საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა (954 500 ლარი), 2022 წელს კი კულტურის სამინისტროს ინიციატივით ეს პროცესი განახლდა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანადაფინანსების სახით 6 243 000 ლარი გამოყო. ჩატარდა შენობის გამაგრებითი სამუშაოები, დამონტაჟდა დამატებითი სართულის რკინის კონსტრუქციები საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, დასრულდა ინტერიერის რემონტი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R