საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 27 ივლისი 2021
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ჩვენ შევეხეთ ყველა იმ თემას, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნისთვის. იგულისხმება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ძალადობის ფაქტები, იგულისხმება შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით იქნა მიღწეული. ბატონი რიკ დემსი ამ საკითხებზე ინფორმირებულია და ის აპირებს თავისი პოზიცია გამოხატოს ბოლო ხანებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ სამწუხაროდ „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს შეთანხმებების უპატივცემულობა, დარღვევა და ჩვენ ეს ვნახეთ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების პირობებშიც, მაგრამ აუცილებელია იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, წნეხი ჩვენი პარტნიორებისგან იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა სრულად განხორციელდეს“, - განაცხადა ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ.

 

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად საუბარი სასამართლო რეფორმის საკითხებს და 19 აპრილის შეთანხმების მიმდინარეობას შეეხო.

 

„ძალიან კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი, მათ შორის, ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან საუბარი შეეხებოდა სასამართლოს რეფორმას და რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R