საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაულმა საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 29 აპრილი 2026
გელა სამხარაულმა საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში, პროფესორ გიორჯ ჰაინალს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საქართველოს აგროსასურსათო სექტორში არსებული მმართველობის მოდელები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სურსათის დანაკარგისა და ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აგროსასურსათო სისტემების მართვის სტრუქტურებისა და მათი ტრანსფორმაციის შესახებ კვლევა ხორციელდება გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო და რეგიონული ოფისების მხარდაჭერით.

 

„კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების მიმართულებით. ამ მხრივ, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი: შემუშავებულია შესაბამისი კანონმდებლობა, გამოიკვეთა დონორები და დაფუძნდა სურსათის ბანკი. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მუშაობას, რათა აღნიშნული მიმართულება მაქსიმალურად განვითარდეს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

 

სურსათის დანაკარგების შემცირების პროცესში აღინიშნა მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობა.

 

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R