საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ვაშაძე - "პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიოს"

მედია და საზოგადოება 25 მაისი 2021
გიორგი ვაშაძე - "პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიოს"

საარჩევნო ბლოკი: „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს აინიცირებს, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

კანონპროექტში ცვლილების შეტანის შედეგად, პენსიონერს ექნება უფლება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად შეარჩიოს.

„კანონში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ პენსიონერს ექნება საბანკო მომსახურების თავისუფალი არჩევის უფლება. ამაზე წინასაარჩევნოდ 50 ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ და დღეს ვახდენთ ჩვენი დაპირების რეალიზებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას „ლიბერთი ბანკი“ ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი და შესაბამისად ბაზარზე პირობებს სწორედ აღნიშნული ბანკი ადგენს. საპენსიო მომსახურებაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში, როდესაც ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც.

„მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს რომ ამის ინიცირების უფლება მოგვეცა პარლამენტში. ამით ვიწყებთ საკანონმდებლო განხილვას“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძეც შეუერთდნენ.

„ამ კანონპროექტით ჩვენ სივრცეს ვაძლევთ პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომ თვითონ აირჩიონ სად დაერიცხოთ პენსია“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R