საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 18 მაისი 2023
გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი პარლამენტის სასახლეში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდა.


შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის - „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ ბენეფიციარები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან: ნახიდური, ტალავერი, დარბაზი, ქვემო ბოლნისი და დაბა კაზრეთი.


ექვსთვიანი პროექტის განმახორციელებელია ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“.


გოგი მეშველიანი მოსწავლე-ახალგაზრდებს ესაუბრა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობაზე, ქალების და ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობაზე პოლიტიკაში, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და სათემო ორგანიზაციების საქმიანობაზე.


„ახალგაზრდების ჩართულობა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, მართვის საკითხებში. ახალგაზრდული ენერგია, ახალგაზრდული აზრის მოსმენა ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდული პროგრამების და ღონისძიებების დაფინანსება გააქტიურდება, ახალგაზრდობის სააგენტოსთვის დიდი რესურსი იქნება გამოყოფილი, რათა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ იმ სასიკეთო პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.


შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R