საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე: „მეორე ადგილზე გასულ გრიგოლ ვაშაძეს რუსი შკლიაროვი უწევს პიარკამპანიას რუსულ სტილში“

თავმჯდომარე 05 ნოემბერი 2018
ირაკლი კობახიძე: „მეორე ადგილზე გასულ გრიგოლ ვაშაძეს რუსი შკლიაროვი უწევს პიარკამპანიას რუსულ სტილში“

„გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში და ეს რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ აქ ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი რბილ ძალაზე და რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე და წარმოიდგინეთ რა ვითარებაა, რომ ასეთი ადამიანი არის მხარდაჭერილი პიარული კუთხით რუსი შკლიაროვის მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის პიარკამპანია რუსულ სტილში წარიმართება.

„ბატონი სერგი ხშირად საუბრობს ხოლმე რუსულ რბილ ძალაზე, საფრთხეებზე და როდესაც მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს რუსი შკლიაროვი უწევს პიარკამპანიას რუსულ სტილში, მარტო მის წარმომავლობაში კი არ არის აქ საქმე, საქმე არის იმაში, რომ „რუსთავი 2“-ს რომ უყურებ, არანაირი განსხვავება არ არის „რტრ“-თან და „ორტ“-სთან და რომ უყურებ სოც-ქსელებს, იმ ბინძურ კამპანიას და ნიაღვარს, რომელიც მოედინება ყოველდღიურ რეჟიმში სოც-ქსელებიდან, ესეც არის რუსული სტილი. რატომ ვერ ხედავთ თქვენ აქ რუსული რბილი ძალის პრობლემას და რუსული პროპაგანდის საფრთხეს. მგონი აქ დღესავით ნათელია ყველაფერი, რასთანაც გვაქვს საქმე, თუმცა, როგორც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ბრძანა, ვაშაძე და რუსეთი საქართველოში ვერ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს  სიტყვით მიმართა
23 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R