საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი უნგრეთში ვიზიტით იმყოფებიან

მეგობრობის ჯგუფები 02 დეკემბერი 2025
ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი უნგრეთში ვიზიტით იმყოფებიან

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარვენაშვილი უნგრეთში ვიზიტით იმყოფებიან.


როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, უნგრეთში საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ხელმძღვანელობს, წარმატებული შეხვედრები გამართა.


„უნგრეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორი და დიდი მეგობარია. ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ჩვენ ასეთი მხარდამჭერი გვყავს“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.


საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც წამყვანმა ევროპულმა ქალაქებმა ერთმანეთს ურბანულ განვითარებაში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.


დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან და უნგრეთის პარლამენტის წევრ გაბორ კუბატოვთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მსგავსი

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R