საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ზარქუამ, ნოდარ ტურძელაძემ და ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს

მედია და საზოგადოება 29 Apr 2025
ირაკლი ზარქუამ, ნოდარ ტურძელაძემ და ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, კომიტეტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს.


ირაკლი ზარქუამ დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქართულ სახელმწიფოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.


თავის მხრივ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ქართულ დიასპორას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო.


​დიასპორის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისგან ინფორმაცია მიიღეს როგორც მათ საზღვარგარეთ ყოფნის ხელშეწყობის, აგრეთვე, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, რეინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.


შეხვედრას ესწრებოდნენ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე და პროტოპრესვიტერი მამა გიორგი (მათურელი).


​ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე და ვლადიმერ კონსტანტინიდი ასევე ეწვივნენ ათონის მთას, სადაც სასულიერო პირებთან შეხვედრა გამართეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 Jun 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 Jun 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 Jun 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R