საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 10 ოქტომბერი 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.


​კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, პირებს, რომლებიც ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში მსჯავრდებულები იქნებიან, 30 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციების შევსება მოუწევთ, რაც, მისივე თქმით, პრევენციული მექანიზმი იქნება.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, დეკლარაციის შეუვსებლობა, კანონის თანახმად, შესაბამის პასუხისმგებლობას გაითვალისწინებს, რომელიც ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით დასჯადია.


„მაშინ, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები გატარდა, მათ შორის, ხარჯთეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა,  გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად რეაგირებენ ყველა იმ ფაქტზე, სადაც შესაძლებელია კორუფციული დანაშაულის ნიშნები იყოს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმაც შეიმუშაოს ცვლილებები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს. წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო ჩართული. როგორც სამთავრობო გუნდის, ასევე „ქართული ოცნების“ სურვილი, მიზანი და ამოცანაა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე იყოს. ეს არ არის უბრალოდ სამეულში ადგილის დაფიქსირება. ეს ის საკითხია, რომელიც კრიტიკულად არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც კორუფციული დანაშაულები ხდება, ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ ბიუჯეტისა და ხალხის თანხის მითვისება. ეს აჩერებს ეკონომიკურ აქტივობას და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


​კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R