კახა კუჭავა: საქართველოს პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს
თავმჯდომარე 17 ივნისი 2021

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში. გამოცხადდება საჯარო კონკურსი და მიიღება ნებისმიერი სახის იდეა, შემდეგ, ჰერალდიკის საბჭოსთან ერთად, ამას დავამუშავებთ და ბოლოს უკვე გამოვიტანთ კენჭისყრაზე. მინდა, ყველა ჩაერთოს და საქართველოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ამის სურვილი ექნება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
