საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„ხალხის ძალის“ წევრები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 05 დეკემბერი 2025
„ხალხის ძალის“ წევრები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.


როგორც მომხსენებელმა განმარტა, ცვლილებებით 2025 წლის ბიუჯეტში ეკონომიკური პარამეტრები ზუსტდება.


მისი ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა განახლებული პროგნოზით რეალური ეკონომიკური ზრდა 7,2% იქნება.


ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრისას ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა.


განახლებული პროგნოზის თანახმად, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 104 407 მილიონი ლარი იქნება.


ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი 222,6 მილიონი ლარით იზრდება და 32 133,5 მილიონი ლარით განისაზღვრება.


წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 22,7 მილიონი ლარით იზრდება და 27 583,5 მილიონ ლარს შეადგენს.


სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 27 952.9 მილიონი ლარია და დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 11.2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.


საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა კანონპროექტი დადებითად შეაფასა.


​„კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები 2025 წლის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებიდან გამომდინარეობს, რაც პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. ცვლილებები ეხება დაფინანსების ზრდას როგორც ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის, ასევე, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიდრე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს განვიხილავთ 2025 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში უკვე ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკური აღმავლობა საქართველოში საკმაოდ პოზიტიურია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R