ხატია დეკანოიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 20 May 2024

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და მასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ძალიან დამძიმებულია, რადგან სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა „ქართული ოცნების“ მიერ არის მიტაცებული.
