საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ხატია წილოსანი საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 08 სექტემბერი 2023
ხატია წილოსანი საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხატია წილოსანი საქართველოში ბულგარეთის ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.


ელჩთან შეხვედრისას, ხატია წილოსანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც.


​„შეხვედრაზე ელჩმა განაცხადა, რომ ბულგარეთის პარლამენტში არსებული ყველა პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და ბულგარეთი პარტნიორი ქვეყნები არიან და ისინი მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას. ჩემი მხრიდან აღვნიშნე, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის და მნიშვნელოვანია, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით აქვს მიღებული, გამოყენებული იქნას ამ მიმართულებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სასურველია საპარლამენტო დიპლომატიის გაუმჯობესება, უფრო მაღალ დონეზე გადატანა და საქართველოსა და ბულგარეთის ინიციატივების მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ელჩს ასევე გავაცანი ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 12 პუნქტის შესრულების გზაზე განიცადა“, - განაცხადა ხატია წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R