საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან ბეჟაშვილი: ჩვენი პროექტით, ოლიგარქის სტატუსის მინიჭება უკავშირდება არა რომელიმე პოლიტიკურ და სახელისუფლებო ორგანოს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს

მედია და საზოგადოება 21 ნოემბერი 2022
ლევან ბეჟაშვილი: ჩვენი პროექტით, ოლიგარქის სტატუსის მინიჭება უკავშირდება არა რომელიმე პოლიტიკურ და სახელისუფლებო ორგანოს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს

„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ შემოთავაზებული ჩვენი პროექტი არის პრინციპულად განსხვავებული და უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ქართულ კონტექსტს ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებით, შეიცავს ოლიგარქიული მმართველობის ნიშნებს და კრიტერიუმებს, განსხვავებული და ბევრად უფრო მოცულობითია ოლიგარქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები“, - განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა შეხვედრაზე, სადაც ჟურნალისტებს საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ კანონპროექტი „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ გააცნო.


ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივა პრობლემისადმი სისტემურ მიდგომას ითვალისწინებს, მისი მთავარი მიზანია ფაქტობრივი და სამართლებრივი პირობების აღმოფხვრა, ასევე პრევენციის მექანიზმების შექმნა იმისათვის, რათა ოლიგარქიული მმართველობის ჩამოყალიბება სამართლებრივად შეუძლებელი გახდეს.


„ეს კანონპროექტი არ არის მიმართული რომელიმე ერთი კონკრეტული სახელის და გვარის მიმართ, იგი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მომავალში არ მოხდეს ოლიგარქიული მმართველობის შემოღება. ჩვენი პროექტი განსხვავებული იმითაა, რომ აქ სახელები და გვარები არ უნდა იკითხებოდეს, არამედ ეს კანონი უნდა იყოს პრევენცია იმისა, რომ მომავალში ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა აღარ ჩამოყალიბდეს. ასევე განსხვავებული მახასიათებელი ამ პროექტის არის ის, რომ ოლიგარქიული მმართველობის და ოლიგარქის სტატუსების მინიჭება უკავშირდება არა რომელიმე პოლიტიკურ და სახელისუფლებო ორგანოს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს. პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური შინაარსისგან და ოლიგარქის სტატუსის მინიჭება და ოლიგარქიული მმართველობის ნიშნების დადგენა უნდა იყოს იურიდიული სამართლებრივი სამართალწარმოების საფუძველი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


მისი თქმით, ამ პროექტს სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ვინაიდან ოლიგარქის სტატუსის მინიჭება უფლებრივ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ამ უფლებრივ შეზღუდვებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოდელის შემოთავაზება, კანონპროექტის ინიციატორთა აზრით, პროცესს პოლიტიკური შინაარსისგან გაათავისუფლებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R