საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 დეკემბერი 2021
ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზე, ასევე ეთნიკური უმცირესობებთან და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

„მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ თუ როგორ ხედავს ჩვენი პარტია - „მოქალაქეები“ პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. მე მათ განვუცხადე, რომ მნიშვნელოვანია გატარდეს ის საკონსტიტუციო რეფორმა, რაზეც ჩვენ შეთანხმებული ვართ და შემდეგი არჩევნებისთვის ბარიერი იყოს ისეთი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები გადალახავენ და პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეიქმნას მესამე არჩევანი, დაიწიოს პოლარიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ თავიანთი იდეების მოტანა პარლამენტში და ვნებათაღელვა არ გაგრძელდეს ქუჩაში“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

 

მისი თქმით, სასამართლო რეფორმაზე საუბრისას მან სტუმრებს გააცნო საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი და მისი მოსაზრებით რატომ ვერ აკმაყოფილებდნენ ისინი იმ პოზიციას, რაზეც წარდგენილნი იყვნენ.

 

„კითხვები ასევე შეეხებოდა ეთნიკური უმცირესობების და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს. ყველა ამ საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R