საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 13 ნოემბერი 2023
მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კალინ უნგურთან და ევროკავშირში ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენელთან რუმენ ალექსანდროვთან.


ასევე, ბრიუსელის ევროპული პოლიტიკის კვლევით ცენტრში (EPC) მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.


შეხვედრებისას, საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციას და რეკომენდაციების შესრულების პროცესს.


ასევე, განიხილეს დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პერსპექტივა და წევრი ქვეყნების პოზიციები.


მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, კანდიდატი ქვეყნების დროულად გაწევრიანების მნიშვნელობაზე.


​მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე, რეგიონში, საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და როლზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R