საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მუსტაფა შენთოფი, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე: რეგიონში შექმნილი ვითარების პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო თანამშრომლობას - ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის ოქმი

თავმჯდომარე 21 თებერვალი 2022
მუსტაფა შენთოფი, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე: რეგიონში შექმნილი ვითარების პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო თანამშრომლობას - ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის ოქმი

„საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოება და სიმშვიდე - თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ნატოსა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ამას ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ ყველა პლატფორმაზე“, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთთანამშრომლობის ოქმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

 

გაფართოებული შეხვედრის და ურთიერთთანამშრომლობის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა და მუსტაფა შენთოფმა მედიასთან ოფიციალური განცხადებები გააკეთეს.

 

მათი თქმით, რეგიონში არსებული ვითარებისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივ და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას.

 

ამ კონტექსტში, მუსტაფა შენთოფმა ყურადღება ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის ოქმზე გაამახვილა.

 

„მინდა, გამოვთქვა ჩვენი კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა პაპუაშვილის მოწვევის საფუძველზე, დღეს საქართველოში ვიმყოფები. მსურს, გადმოგცეთ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ასევე, პარლამენტის წევრების და თურქი ხალხის მისალმებას. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატებისგან. გვქონდა შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში, სადაც განვიხილეთ როგორც რეგიონული, ასევე, საერთაშორისო საკითხები და მიმდინარე მოვლენები. თურქეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან, არიან მოკავშირეები და რაც მთავარია, საქართველო თურქეთისთვის არის სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები უნდა გადავიტანოთ საპარლამენტო დონეზეც. სასიხარულოა, რომ იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის და 2021 წელს მან მიაღწია 2.1 მილიარდ დოლარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქ ბიზნესმენებს, რათა ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ნატოსა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ამას ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ ყველა პლატფორმაზე. ამ პერიოდში, როდესაც არის ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება რეგიონში, ზოგადად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. აღნიშნული მიმართულებით, მნიშვნელოვანია ის ოქმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“, - განაცხადა დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

 

მუსტაფა შენთოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით თურქეთში მიიწვია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R