საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

მედია და საზოგადოება 21 თებერვალი 2025
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

ვენაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს ახალ გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ჩატარებულ არჩევნებსა და მის შემდგომ მიმდინარე მოვლენებზე. ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს გენერალურ მდივანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.


ხაზი გაესვა გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.


მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური უსაფრთხოების საკითხები და ეუთო-ს სივრცეში მიმდინარე კონფლიქტები.


ნიკოლოზ სამხარაძემ გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ობიექტური ანგარიშის წარმოდგენის გამო.


„ჩემი მხრიდან მადლობა გადავუხადე ეუთო-ს იმისათვის, რომ მათ ობიექტური ანგარიში წარმოადგინეს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათზე დიდი ზეწოლა იყო კონკრეტული პოლიტიკური აქტორების მხრიდან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


​შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან და აქტიურ როლს ეუთო-ში.


ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.


საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვენაში, სადაც მონაწილეობას იღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში.


დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R