საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტი პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობს

მედია და საზოგადოება 21 ოქტომბერი 2023
პარლამენტი პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა პიროტექნიკის გამოყენების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში. დეპუტატებმა იმსჯელეს რომელ მოდელს უნდა მიენიჭოს კანონმდებლის მიერ უპირატესობა პიროტექნიკასთან დაკავშირებით და რა ალტერნატივები შეიძლება იყოს განსახილველი გარდა იმისა, რაც არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივითაა შეთავაზებული.

 

აღინიშნა, რომ პიროტექნიკის იმპორტის სრულად აკრძალვას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტები, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ალტერნატივების განხილვის საჭიროება. განხილეს კომპლექსური მიდგომის ვარიანტი, რომელიც გულისხმობს უკიდურესად შეიზღუდოს პიროტექნიკის გამოყენება, რომელიც არამართლზომიერია და სხვა პირთა უფლებებს ხელყოფს და, ამასთანავე, გაუმჯობესდეს დაწესებული შეზღუდვების ზედამხედველობისა და აღსრულების სისტემა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა პიროტექნიკის კანონდარღვევით გამოყენების შედეგად სხვათა უფლებების დარღვევის ფაქტებს.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე შეეხო იმ ზიანს, რომელიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გარემოს ადგება.

 

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა, არმაზ ახვლედიანმა და ანა ნაცვლიშვილმა კონკრეტულ შემთხვევებსა და პირად გამოცდილებებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარადგინეს ხედვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

მხარეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ქმედითი ნაბიჯების დროულად გადადგმის მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრაში პარლამენტის წევრებთან მიხეილ სარჯველაძესთან, მაია ბითაძესთან, არმაზ ახვლედიანთან და ანა ნაცვლიშვილთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R