საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის 4 წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

პლენარული სხდომები 15 თებერვალი 2022
პარლამენტის 4 წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი გააცნო დეპუტატებს.

 

მომხსენებელმა საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ის მიზეზები განმარტა, რომლის მიხედვითაც შესაბამისი დადგენილების პროექტები მომზადდა.

 

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კახაბერ კუჭავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს მისი პირადი განცხადება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხევაში პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენები, ხოლო ბადრი ჯაფარიძისთვის კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.

 

საკითხის განხილვა პოლიტიკური განცხადებების ფონზე გაგრძელდა.

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხსენებლისგან ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დამატებითი განმარტებები და განხილვის პროცესის გადავადება მოითხოვეს.

 

პარლამენტის წევრებს განცხადებით ბადრი ჯაფარიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, მისი სულისკვეთება არ შეიცვლება.

 

„ჩემი სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო -  ვიქნები პარლამენტში თუ მის გარეთ, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არიან მთავარი პრიორიტეტები. მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები დადგეს. ცვლილებები, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს სჭირდება. იმიტომ რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს. ეს მდგომარეობა საბოლოო ჯამში სრულ ნიჰილიზმს იწვევს ჩვენს თანამოქალაქეებში. ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ გაგვტეხავს და მათ შორის ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაც“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

 

რაც შეეხება პარლამენტის წევრის, შალვა ნათელაშვილის პოზიციას, იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღნიშნული საკითხის განხილვას არ დასწრებია. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის პროცედურა გაიმართა, რომელიც შემდეგი შედეგებით დასრულდა: კახაბერ კუჭავა - 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი; ბადრი ჯაფარიძე - 77 მომხრე, 38 წინააღმდეგი; შალვა ნათელაშვილი - 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი; ელენე ხოშტარია - 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი. პარლამენტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო კახა კუჭავას ორი მოწვევის პარლამენტში გაწეული სამსახურისთვის და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R