საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა წარადგინა

თავმჯდომარე 20 სექტემბერი 2022
პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა წარადგინა

„ცოტნე ყავლაშვილი ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურში ფასდება საჯარო სამსახურში და ადამიანს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა წარადგინა.

 

შალვა პაპუაშვილმა მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


„ამ პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადავიდა ახალ ეტაპზე. აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევებით, დასტურდება, თუ რამდენად ახალ სტანდარტზეა გადასული სამსახური. ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, 2022 წელს ჩატარებული კვლევით, ის მაქსიმალური ოთხი ქულიდან 3.4 ქულით არის შეფასებული, ხოლო მსოფლიო ბანკის დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით, მაქსიმალური 10 ქულიდან 9.5 ქულით, რაც დიდი მიღწევაა და მინდა, ირაკლი მექვაბიშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო მათი საქმიანობისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


შალვა პაპუაშვილის თქმით, ცოტნე ყავლაშვილი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სფეროსთან დაკავშირებულ დეტალურ ცოდნას ფლობს.


„ცოტნე ყავლაშვილი არის ადამიანი, რომელმაც საჯარო სამსახურში 15 წლიანი გამოცდილება აქვს - დაწყებული სპეციალისტიდან, დამთავრებული მინისტრის მოადგილის თანამდებობით. ეს არის ნამდვილად მაგალითი იმის, რომ თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი ფასდება საჯარო სამსახურში და ადამიანს აქვს შესაძლებლობა, კარიერული წინსვლის. გარდა ამისა, 2013 წლიდან ბატონი ცოტნე გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამავე დროს, როგორც მინისტრის მოადგილე, ის კურირებდა საკითხებს, რომლებიც შეეხება აუდიტორულ საქმიანობას და აქედან გამომდინარე, მას აქვს დეტალური ცოდნა იმ სფეროსთან დაკავშირებით, რაზეც ის, როგორც სამსახურის ხელმძღვანელი არის წარდგენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ კანდიდატურის მხარდაჭერისკენ როგორც უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას მოუწოდა.


„მინდა, მოგიწოდოთ კოლეგებს, მხარი დაუჭიროთ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას, როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას, ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პარლამენტის თითოეული წევრისთვის და შესაძლოა, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ამიტომ, იქნებოდა კონსტრუქციული თანამშრომლობის კარგი დასაწყისი, თუ მის კანდიდატურას ოპოზიციაც დაუჭერდა მხარს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R