საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 06 ივნისი 2024
პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ. ყოველწლიური ფორუმი ამჯერად სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი, მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გაიმართა.


ორდღიან ფორუმში მონაწილეობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მუნიციპალიტეტების, აკადემიური წრეების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.


ღონისძიება გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს თემები: ჯანსაღი ქალაქი, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ჭკვიანი ინიციატივები და სუპერბლოკები, მდგრადი სოციალ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მდგრადი ტურიზმის განვითარების მახასიათებელი და ინდიკატორი, ეკო-ტრანსპორტის განვითარება და მწვანე მობილობა, კლიმატის ნეიტრალიტეტი-კატასტროფების რისკების შემცირება, უნივერსალური დიზაინის მნიშვნელობა ინკლუზიური ტურიზმის და არქიტექტურის განვითარებაში, ცირკულარული ეკონომიკა მდგრადი განვითარებისთვის, სივრცითი მოწყობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, მწვანე შენობა და ინფრასტრუქტურა და სხვა. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას, მოსახლეობის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ სიჯანსაღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R