საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა

თავმჯდომარე 12 სექტემბერი 2023
პარლამენტში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ორგანიზებით, პარლამენტში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული დიასპორელები დააჯილდოეს.
 
წარმატებულ დიასპორელებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
 
„უკვე დრო არის, რომ ჩვენ დიასპორას შევხედოთ როგორც წარმატებულ ქართველებს, რომლებიც საქართველოსთან კონტაქტს ინარჩუნებენ და ქვეყანას აძლიერებენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
 
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა უცხოეთში ქართული ეკლესიის როლზე.
 
„ეკლესია არის ის ადგილი, სადაც ქართველებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთი იპოვონ და გვერდში დაუდგნენ. ეკლესიასთან არსებულ საკვირაო სკოლებს დიდი როლი აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოსთან კავშირი, მათ შორის ენობრივი, კულტურული და სულიერი შენარჩუნებული იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ღვაწლის დაფასება და ქართული დიასპორის გაძლიერება ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობით.
 
„ჩვენ ვემზადებით გაფართოებული ფორუმისათვის, სადაც არა მხოლოდ დაჯილდოება იქნება, არამედ გვინდა შემოგთავაზოთ ბიზნეს პროექტები. იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს შემუშავებული, პირადად წარმოგიდგენენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები. ეს იქნება ძალიან სასარგებლო ღონისძიება და ეს უნდა იყოს თქვენი აქტიური ჩართულობის დასაწყისი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
 
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობაში სამინისტროს როლზე ისაუბრა.
 
ბექა ოდიშარიამ და პარლამენტის წევრებმა წარმატებულ დიასპორელებს, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მადლობის სიგელები გადასცეს.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება 14 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება.
 
დაჯილდოების ცერემონია პარლამენტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და ნიუ-იორკის ქართული დიასპორის სახლის ხელმძღვანელის, ინა ასანიძის ორგანიზებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს, დარგობრივი უწყებების მონაწილეობით ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R