საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ისრაელის ელჩს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 12 ოქტომბერი 2023
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ისრაელის ელჩს მოუსმინეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს მოუსმინეს.

კომიტეტის სხდომაზე ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.


„ჩვენ ვაგრძელებთ პრაქტიკას, როდესაც უცხო ქვეყნების ელჩები მოდიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რათა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო რომ ეს მოსმენა მშვიდობიან გარემოში წარმართულიყო. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ბარბაროსული თავდასხმა ისრაელზე. ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით, 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მეგობარი სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ურყევი ნება, ისრაელის სახელმწიფოსთან მაღალი დონის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ.

ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ისრაელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.

„ჩემს უსაყვარლეს სამშობლოს, ისრაელს უმძიმესი დღეები აქვს. „ჰამასის“ ტერორისტებმა მოკლეს 1300-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე. „ჰამასი“ არის სისხლისმსმელი ორგანიზაცია უკონტროლო ჯგუფებით, მათ ამოძრავებთ სიძულვილი, მათი სურვილია გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები და ისრაელის სახელმწიფო“, - განაცხადა ჰადას მეიცადმა.


მისივე თქმით, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ეს თავდასხმა მიმართულია ყველაფრის წინააღმდეგ, რისაც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა.

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა თავისი ურყევი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის და სახელმწიფოსადმი. თბილისში, ბათუმში, ბევრი შენობა ისრაელის დროშის ფერებში განათდა. ვაფასებთ საქართველოს სოლიდარობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოვისმინეთ თქვენი აღმასრულებელი ხელისუფლების განაცხადი და მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ასევე მოვისმინეთ რიგითი
მოქალაქეების მხარდამჭერი განცხადებები. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ჩვენი მოქალაქეების, ქალების, ბავშვების უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა.


მოხსენების დასრულების შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R