საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

მედია და საზოგადოება 25 ივნისი 2025
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა მარია შიკოს მოუსმინეს.


„ანა მარია შიკო ოთხი წლის განმავლობაში, დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ ქართულ-უნგრული ურთიერთობები განვითარდეს და ახალ ეტაპზე ავიდეს. მისი ელჩობის პერიოდში უპრეცედენტო სიმაღლეებზე ავიდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ანა მარია შიკო არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ელჩი საქართველოში, რადგან სწორედ მისი საქართველოში ელჩობის პერიოდში განხორციელდა არაერთი ვიზიტი უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე. უნგრეთთან ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული თანამშრომლობა. ასევე, ჩატარდა სამთავრობო სახელმწიფოთაშორისი კომისიების სხდომები და აღარაფერს ვამბობ იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ უნგრეთის მხრიდან ვიღებდით მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.


„ერთი კვირაში დავტოვებ უნგრეთის ელჩის თანამდებობას ამ მშვენიერ ქვეყანაში, მაგრამ დავბრუნდები როგორც საქართველოს დიდი მეგობარი“, - განაცხადა დიპლომატმა.


სხდომაზე ელჩის გამოსვლა საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე და უნგრეთის საგარეო პოლიტიკაზე საუბარს დაეთმო.


მისი ინფორმაციით, 2022 წელს ხელი მოეწერა პირველ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ დროიდან მოყოლებული სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.


„სამინისტროების დონეზე გვქონდა ორმხრივი შეხვედრები. საქართველოში პირველად ჩავატარეთ სამთავრობოთაშორისო სამიტი, სამინისტროებთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების 11 მემორანდუმს, მუშაობა დავიწყეთ სხვადასხვა პროექტებზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთად ვიმუშავებდით ეკონომიკის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა დიპლომატმა.


მომხსენებელმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, კულტურის და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.


„ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ჭიშკარი აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის და ეს დაკავშირებადობა გამოიყენოთ იმისთვის, რომ იყოთ ნაწილი იმ დერეფნისა, რომელიც დასავლეთისკენ მიდის“, - განაცხადა ელჩმა.


რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ ერთადერთი გამოსავალი არის მშვიდობა.


„გეთანხმებით იმაში, რომ არანაირ ფასად არ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესის სამხედრო მხარეში. მხარს გიჭერთ თქვენს პოლიტიკაში - შორს იდგეთ კონფლიქტიდან“, - განაცხადა ელჩმა.


მან ისაუბრა უნგრეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზეც.


დიპლომატმა, საკუთარი ქვეყნის სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.


„ქართველი ხალხის არჩევანი ჩვენი არჩევანიც არის და საქართველოს არჩეული მთავრობის არჩევანს ჩვენი მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ანა მარია შიკომ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში უნგრეთის მომავალი ელჩი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას და პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R