საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

მედია და საზოგადოება 21 ივნისი 2025
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები ანტონ ობოლაშვილი და ლევან მაჭავარიანი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, სამრეწველო და კომერციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აზერ ამირასლანოვთან და კომიტეტის წევრებთან, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვთან, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვთან და შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მუსა გულიევთან.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ასევე იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

განხილულ იქნა თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, მათ შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივა, რაც „შუა დერეფნის“ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა სარკინიგზო კავშირების გაძლიერებას, ანაკლიის პორტის პოტენციალსა და ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ „შუა დერეფნის“ შესაძლებლობების სრულად გამოყენებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის მიმართულებასა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც ევროკავშირთან ენერგოკავშირის გაძლიერებას ემსახურება.

გარდა ამისა, შეხვედრებზე მიმოხილულ იქნა ტურიზმის სექტორი, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ორივე ქვეყანაში მოქმედი კომპანიების როლი ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ინიციატივებზე, რომლებზეც კომიტეტი მუდმივად მუშაობს.

საკანონმდებლო ორგანოების წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ივლის-აგვისტოში დაგეგმილი ახალგაზრდული გაცვლითი ბანაკების განხორციელების მნიშვნელობაზე.

საბოლოოდ, საერთო შეფასებით, აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნის მიზანია არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება გრძელვადიანი სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R