საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა

მედია და საზოგადოება 22 მაისი 2025
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.


22-26 მაისს, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ჩატარდება.


„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს პოზიციის წარმოსაჩენად", - განაცხადა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.


საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის თანახმად, გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის მქონე უსაფრთხოების საკითხები განიხილება.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონს და უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას.


სესიის ფარგლებში, დეპუტატები ასევე იმსჯელებენ დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების გზებზე და განიხილავენ ბალკანეთის რეგიონში დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების 30 წლისთავზე მიღწეულ პროგრესს.


საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R