საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 15 ნოემბერი 2023
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას შეხვდნენ.


საუბრის მთავარ თემებს წარმოადგენდა ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხები, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფარგლებში ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობა და მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.


„საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეუთო-ს მკაცრი შეფასება უნდა მოჰყვეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა უმძიმესია. ასევე, მნიშვნელოვანია რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რადგან ჩვენთვის მოცემული ერთ-ერთი დათქმის თანახმად, რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვანია დაკვირვება მოხდეს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ ასევე წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.


„რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გეგმავს სადამკვირვებლო მისიის მოვლინებას საქართველოში არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე და დაკვირვებას როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ასევე არჩევნების დღეს.


„შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან 2024 წლისთვის ეს არის მთავარი გამოწვევა. ბიუჯეტიდან გამომდინარე ჩანს, რომ ხელისუფლება აქცენტს გააკეთებს ისეთი პროგრამების გააქტიურებაზე, რომლითაც შეძლებს მანიპულირებას. იზრდება სოციალურად დაუცველთა ბაზა და მასთან ერთად ხარჯები. საინტერესოა დღის წესრიგში ID ბარათების ნაცვლად, ძველი პირადობის მოწმობების გამოყენების საკითხის გაჩენა, რაც წარმოადგენს საფრთხეს. მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო მისიის მიერ გრძელვადიანი დაკვირვება, რადგან არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R