საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 06 სექტემბერი 2024
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები: ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნულ პროცესებს უკავშირდება.

 

„გერმანელ სტუმრებთან შეხვედრისას ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ის იყო, რომ დასავლეთის მიმართ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებითა და პოლიტიკური მიდგომებით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. შეხვედრაზე სტუმრები ასევე დაინტერესდნენ თუ როგორია ოპოზიციის ხედვა კოალიციური მთავრობის მიმართ და გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობასთან მიმართებაში“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ.

 

პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, სტუმრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გერმანია საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომას კვლავაც აგრძელებს.

 

„გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს კარგად ესმით დღევანდელი ვითარების სირთულე და მთავარი გზავნილი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის არის ის, რომ ხელისუფლების მხრიდან მძიმე ანტიდასავლური რიტორიკისა და გერმანიის ოფიციალური პირების მიმართ თავდასხმების მიუხედავად, გერმანია საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R