საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“ „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დაარეგისტრირა

მედია და საზოგადოება 10 მარტი 2022
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“ „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დაარეგისტრირა

„პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ითვალისწინებს იარაღის ტარების უფლების დაბრუნებას იმ პირებისთვის ვისაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ერთხელ უკვე ჰქონდათ ასეთი უფლება, თუმცა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ეს უფლება დაკარგეს“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


კანონპროექტის თანახმად, იარაღის ტარების უფლება უნდა მიენიჭოთ: ყოფილ პოლიციელებს, ყოფილი დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, ყოფილ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ასევე, ყოფილ მოსამართლეებს და პროკურორებს.


„ყველას გვესმის რა საფრთხის წინაშე არის მთელი მსოფლიო ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ამ წუთას, საქართველოს მთავრობას, ჩვენთან რომ მოხდეს იგივე შემთხვევა, არ აქვს არც გაქცევის გეგმა, როგორ გავრბივართ, არც ბრძოლის გეგმა, როგორ ვიბრძვით. ასეთ დროს, ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ადამიანებს, მინიმუმ, მივცეთ თავდაცვის საშუალება, რომ თვითონ როგორც წარმოუდგენიათ თავის დაცვა ისე მოემზადონ და ამისკენ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები. უკრაინის წარმატება თუ რამეში მდგომარეობს, მდგომარეობს იმაში, რომ მან გააჩინა რწმენა რუს ჯარისკაცებში, რომ ყველა უკრაინელი შეიარაღებულია და შეიძლება ყველა ჩემი მტერი იყოს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.


მისი თქმით, მთავარი დასაყრდენი ძალა მტერთან ომის პერიოდში უნდა იყოს რეალურად ჩვეულებრივი ხალხი და არა ჩვენი სამხედრო შეიარაღება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R