საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობა 15 იანვარი 2025
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ოპოზიციის ქმედებებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, დელეგაციის წევრების შეკითხვებს ქართულმა მხარემ ფაქტებით დადასტურებული პასუხები გასცა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სადამკვირვებლო მისიის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნისა თუ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების ვიზიტი, რომელიც ობიექტურად აღბეჭდავს თითოეულ ფაქტს და იმ ვითარებას, რაც დღეს საქართველოს რეალობაში გვაქვს. ზოგადად, ობიექტურობა და სიმართლე ჩვენთვის ყველაზე მთავარია.
იმედი გვაქვს, რომ ანგარიშში, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ მომზადდება, ობიექტურად და სამართლიანად იქნება ასახული თითოეული ის ფაქტი, რომლითაც ჩვენი მეგობრები დაინტერესდნენ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ლევან მაჭავარიანი, მარიამ ლაშხი და ეკა სეფაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R