საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარის მოადგილის, პეტრე ცისკარიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის, კლაუს ბრანდერის შეხვედრა

მედია და საზოგადოება 29 Apr 2013
საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარის მოადგილის, პეტრე ცისკარიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის, კლაუს ბრანდერის შეხვედრა

საქართველოში მიმდინარე ცვლილებების თაობაზე საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებით და ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესში მათი ჩართულობით დაინტერესდა საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი კლაუს ბრანდერი საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარის მოადგილის პეტრე ცისკარიშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პეტრე ცისკარიშვილი გერმანელ სტუმარს ესაუბრა საკანონმდებლო საქმიანობაში ოპოზიციის წვლილზე და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობა მზადაა საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობისათვის, თუმცა მისივე თქმით, ეს ვერ ხერხდება განსხვავებული შეხედულებების გამო ბევრ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის დემოკრატიზაცია, საგარეო კურსი. 
„ეს გარემოება და მიდგომები ქართული ოცნების მხრიდან, სამწუხაროდ, ართულებს იმ ატმოსფეროს, იმ თანამშრომლობის გარემოს, რაც ჩვენს შორის შეიძლებოდა რომ თეორიულად ჩამოყალიბებულიყო“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
როგორც პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, იგი ამასთანასვე იზიარებს გერმანელი კოლეგის რეკომენდაციებს თანამშრომლობის აუცილებლობის თაობაზე. „მათი რეკომენდაცია სწორედ ეს იყო - კარგი იქნება რომ ითანამშრომლოთ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწიოს ხოლმე რაღაცა კომპრომისს, რასაც ჩვენც ვიზიარებთ, მაგრამ იმის გამო, რომ მთელ რიგ შემთხვევებში განსხვავებული პოზიცია გვაქვს, ეს ართულებს ვითარებას“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 Jun 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 Jun 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 Jun 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R