საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი საპარლამენტო ფრაქციების რეგისტრაციის საკითხი განიხილა

მედია და საზოგადოება 07 ივნისი 2021
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი საპარლამენტო ფრაქციების რეგისტრაციის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ რეგისტრაციის საკითხს.

 

ახალი ფრაქცია 32 წევრისგან შედგება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციის საკითხს, რომლის თავმჯდომარეც ხათუნა სამნიძე იქნება.

 

სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციის საკითხს.

კომიტეტის გადაწყვეტილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

 

კომიტეტმა უარი თქვა „საკანონმდებლო წინადადების“ წარმდგენის მატერიალური ანაზღაურების შესახებ საქართველოს მოქალაქე ლევან ჯოხაძის საკანონმდებლო წინადადების შემდგომ განხილვაზე.

 

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, თუ მოქალაქე საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს პარლამენტში და შემდგომში ეს წინადადება იქცევა კანონპროექტად, ან მის მიხედვით შესაბამის კანონში რაიმე სახის ცვლილება მოხდება, ამაში ავტორმა გასამრჯელო უნდა მიიღოს.

 

აღნიშნული კომიტეტმა არალოგიკურად მიიჩნია, რამდენადაც კანონმდებლობა გარკვევით არეგულირებს საკანონმდებლო წინადადების და საკანონმდებლო ინიციატივის არსს და მისი წარდგენის წესებს.

 

სხდომაზე განიხილეს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხი.

 

განმცხადებელს სურს ლობისტობა გასწიოს საგადასახდო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ამდენად, კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა.

 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის განცხადებასაც, რომელიც „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით ლობისტად რეგისტრაციას ითხოვს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R