საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს და სენატის სპიკერს შეხვდა

თავმჯდომარე 31 მარტი 2022
შალვა პაპუაშვილი ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს და სენატის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს, ელიანე ტილიეს და სენატის სპიკერს, სტეფანი დჰოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად შეიტანა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული აგრესია უკრაინაში და უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო.

„საქართველო და ბელგიის სამეფო მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე. საკმაოდ აქტიურად მუშაობენ მეგობრობის ჯგუფები ორივე მხრიდან. ვისაუბრეთ ურთიერთობის კიდევ უნდა გაღრმავების შესახებ. ასევე, საუბარი გვქონდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის და ამ კუთხით ბელგიის სამეფოს მხარდაჭერაზე. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის ინსტიტუტებშიც და რასაც ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირი ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფი იყოს ბიუროკრატია სხვადასხვა კომუნიკაციის მომზადების, კითხვარების და შეფასების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ შეფასების ბიუროკრატიული ნაწილი საკმაოდ სწრაფად ჩაივლის. პირველი საკითხი, რაზეც ამ დღეებში კოლეგებთან ვსაუბრობთ, არის უკრაინა და აგრესია, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და დღემდე ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ საკითხის შესახებ მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგების შეფასებების გაცნობა და ჩვენი დამოკიდებულების გაზიარება, რაც გამოიხატება უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ აბსოლუტურ სოლიდარობაში. ყველა იმედოვნებს, რომ ეს ომი შეძლებისდაგვარად მალე დამთავრდება. ადამიანური ტრაგედიები, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R