საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

თავმჯდომარე 19 ივლისი 2022
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს პლატფორმის ფორმატში გაიმართა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციისა და ამ რეკომენდაციების შესრულებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.


შალვა პაპუაშვილმა სამუშაო გეგმასა და სამუშაო პროცესში დარგობრივი ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.


მან ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა.


„მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ყველა საკითხს, მთავარ მახასიათებლად უნდა ახლდეს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა - ეს ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს რეკომენდაციებისა. ასეთ დროს, განსაკუთრებულია იმ თანამშრომლობის ფორმატებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება, ინსტრუმენტების გამართვა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება, სრულფასოვანი იყოს ინკლუზიურობის ხარისხი, რაც კარგი წინაპირობაა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოდ, რაც განიხილებოდა დღევანდელ შეხვედრაზე. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი ამ ეტაპზე არც გამოკვეთილა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ხაზი გამესვა, როგორც შედეგისთვის. მთავარი არის, რომ თავად ინკლუზიური პროცესი, ინკლუზიურობის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, გაზრდილი, პროდუქტიული, შესაბამისად ეს არის, რაც დაფასებას და პოზიტიურად შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.


​შეხვედრაში მონაწილეობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R