საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს პარლამენტში აღარ გაიმართება

პლენარული სხდომები 18 ივლისი 2021
შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს პარლამენტში აღარ გაიმართება

ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა იყო დაგეგმილი, თუმცა, მოსმენა დღეს აღარ გაიმართება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი დღევანდელი სხდომის ჩატარება და მინისტრისგან კითხვებზე პასუხის მოსმენა არ ყოფილა.

 

„ფაქტი ერთია - ის, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რათა დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. ძალიან სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მე მოვისმინე განცხადებებიც, სადაც პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ და ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლება ჰქონდათ, თუმცა, სამწუხაროა, რომ როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა. პროტესტი ახლაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულება არის გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. უმრავლესობის მხრიდან დაყენებული იქნა საკითხი, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სესიის სხდომა, ამიტომ, დღევანდელ სხდომას დახურულად ვაცხადებ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სხდომის დახურვამდე პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ ჯგუფებს არაერთხელ მოუწოდა კონსტრუქციულ რეჟიმში გამართულიყო ვახტანგ გომელაურის მოსმენა, დაესვათ მისთვის კითხვები და მოესმინათ პასუხები, რის შემდგომ დეპუტატებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა ექნებოდათ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R