საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ბერეკაშვილმა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 27 იანვარი 2025
შოთა ბერეკაშვილმა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრა გამართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, კომიტეტის წევრ ანტონ ობოლაშვილთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესის სექტორში არსებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.


 ასევე, აღინიშნა განვითარების პოტენციალი და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.


 „დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე. ამ პროცესის ფარგლებში, დღეს შედგა ჩვენი კომიტეტისა და BAG-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა. როგორც მოგეხსენებათ, BAG 130-მდე ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს, რაც ჯამში 1500-ზე მეტ კომპანიას მოიცავს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას საქართველოს წამყვანი ბიზნესების განწყობებზე, გეგმებსა და ინიციატივებზე. ეს საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მიზანმიმართული და ეფექტური გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის წარმატებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად, რადგან საქართველოს გამარჯვება წარმატებულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე გადის“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.


მისივე თქმით, BAG-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე 10-მდე საინტერესო ინიციატივა გააჟღერეს, რომელიც გათვალისწინებული იქნება კომიტეტის წლიურ გეგმაში.


​„ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელ კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში ქვეყნის წარმატება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ ბიზნესისა და საჯარო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი“, – დასძინა შოთა ბერეკაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
23 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

მსგავსი

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R