საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 10 აგვისტო 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე მუშაობს პირველი სხდომა ჩაატარა.


კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე მოხდა სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის ყველა საინტერესო საკითხის იდენტიფიცირება და უკვე მომდევნო შეხვედრაზე გაიმართება მათი შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა, თუ რამდენად არის თითოეული ეს წინადადება არგუმენტირებული, ლოგიკური და რამდენად შეუწყობს ხელს ამ სამსახურების შემდგომ გაძლიერებას.


„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ სამსახურებს, როგორც ეს 12-პუნქტიან გეგმაშია გაწერილი, ხელი შევუწყოთ მათი მანდატის შეუფერხებლად განხორციელებაში. დღეს, დასახელდა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, ფინანსური და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ორივე სამსახურის შემდგომი გაძლიერების თაობაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მზად არიან, რომ მათი სამსახურის საქმიანობის მანდატი გაფართოვდეს ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში. აქამდე, მხოლოდ მე-18 მუხლის კონტექსტში აწარმოებენ ისინი საგამოძიებო უფლებამოსილებას, თუმცა მათი მხრიდან არსებობს მზაობა და ინტერესი სხვა კონვენციური მუხლების გამოძიებასთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მათი ინტერესია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ კანონთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა გაგრძელდეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასახელდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის საპროკურორო ფუნქციის დამატების საკითხი. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სამსახურებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. ასე, რომ ყველა საკითხი იდენტიფიცირებულია და მათზე მსჯელობას მომდევნო შეხვედრაზე დავიწყებთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


სამუშაო ჯგუფში შედიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წევრები, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.


სამუშაო ჯგუფების საქმიანობას მონიტორინგს უწევენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.


გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა, ხოლო მიღება - არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R