საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი: „სახელმძღვანელოების ხარისხი თავისი შინაარსით და ფორმით უნდა უზრუნველყოფდეს მაღალი ხარისხის განათლებას ჩვენი მოსწავლეებისთვის“

ზედამხედველობა - ახალი ამბები 21 ივლისი 2022
თამარ ტალიაშვილი: „სახელმძღვანელოების ხარისხი თავისი შინაარსით და ფორმით უნდა უზრუნველყოფდეს მაღალი ხარისხის განათლებას ჩვენი მოსწავლეებისთვის“

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებსა და გამომცემლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე სახელმძღვანელოების შინაარსისა და ფორმის შესახებ ისაუბრეს, მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და გრიფირების პროცესის მონაწილეთა მოსაზრებებს გაეცნენ.

 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, სასკოლო სახელმძღვანელოები არის ხარისხიანი განათლების მიღების გზაზე უმნიშვნელოვანესი რესურსი.

 

„კომიტეტი თემატურ მოკვლევას ახორციელებს, რომელიც მოიაზრებს სასკოლო რესურსების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კვლევას. ვიდრე სახელმძღვანელო მოსწავლის მერხზე აღმოჩნდება, ის გადის შემოწმების მნიშვნელოვან პროცესს. დღეს ამ პროცესთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან სერიოზული საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს კომფორტული მასში მონაწილეებისთვის. სახელმძღვანელოების ხარისხი თავისი შინაარსით და ფორმით უნდა უზრუნველყოფდეს მაღალი ხარისხის განათლებას ჩვენი მოსწავლეებისთვის. სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ასევე მალე აისახება გრიფირების წესში. ჩვენს სკოლებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ არამხოლოდ გრიფირებული სახელმძღვანელოები სწავლა-სწავლების პროცესში. თემატური მოკვლევა გრძელდება, ხოლო მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და შენიშვნები შეხვედრის შემდეგ დოკუმენტურად იქნება ფორმულირებული და გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განვითარდეს ეს პროცესი, დავინახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთესად და კიდევ რა გამოწვევები არსებობს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R