საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის გამო პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

პლენარული სხდომები 04 ოქტომბერი 2022
თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის გამო პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს პარლამენტის დადგენილების პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 28 სექტემბრის N28/09/03 განკარგულებით, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

„კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს თამარ ტალიაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

თამარ ტალიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დადგენილების პროექტს პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად 67 ხმით დაუჭირა მხარი.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და პარლამენტში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ქალბატონი თამარი არის გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პატრიოტი, გამორჩეული ქალი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ ეს თვისებები მას ასევე გამორჩეულ დიპლომატად აქცევს. წარმატება მინდა ვუსურვო საქართველოს პარლამენტის სახელით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს, თამარ ტალიაშვილს ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნამდე, პარლამენტში განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ევროსაბჭოს წარმომადგენლობით სტრუქტურებში მისი საქმიანი გამოცდილება საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრის სტატუსით, 2017 წლიდან იწყება. 2018 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესმა იგი ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე აირჩია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში 2021 წელს თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით 2022 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R