საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება

მედია და საზოგადოება 03 Oct 2022
თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება
თამარ ტალიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.
 
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კოლეგა თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიციაა. ასევე მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, რომ იქ იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული უნარები. სწორედ აქედან გამომდინარე უწყდება მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება,“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
 
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, თამარ ტალიაშვილის საქმიანი გამოცდილება ევროსაბჭოს წარმომადგენლობით სტრუქტურებში საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრის სტატუსით 2017 წლიდან დაიწყო. 2018 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესმა იგი ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე აირჩია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში 2021 წელს თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით, 2022 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ. თამარ ტალიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ევროსაბჭოში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისა და ასევე რუსეთის ფედერაციისათვის ევროსაბჭოს წევრობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შესაბამისი დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.
 
 
 
 
 
 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 Jul 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 Jul 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 Jul 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R