საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 31 ოქტომბერი 2022
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს თავდაცვის ძალების რაოდენობის დასამტკიცებლად, მთავრობის განკარგულება გააცნო.


მისი განცხადებით, ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენასთან ერთად, მთავრობა საქართველოს პარლამენტს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხით მიმართავს და ისევე როგორც მიმდინარე წელს, 2023 წელსაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა შტატი არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.


მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო.


გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას უკავშირდება.


საუბარია თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრას.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, სალიცენზიო და სანებართვო პირობების პირველ ჯერზე დარღვევისთვის, ლიცენზიის მფლობელისთვის განსაზღვრული არ არის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.


წარმოდგენილი კანონპროექტით კი აღნიშნული დარღვევისთვის 1000 ლარიანი ჯარიმა დაწესდება.


კომიტეტის წევრები „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტსაც გაეცნენ, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი გურგენიძემ ისაუბრა.


​კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R