საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით ონოფრიშვილის ბრიფინგი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 16 დეკემბერი 2014
დავით ონოფრიშვილის ბრიფინგი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა, დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა.

„პარლამენტის სესიაზე აღვნიშნე, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს, საბიუჯეტო ხარჯების შესრულების მხრივ, ჩამორჩენა აქვს. მასზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა და დავინტერესდი, რა ხდება სამინისტროში, როცა ხალხი საახალწლოდ უნდა გამოასახლონ. როდესაც სოზარ სუბარი ამბობს, რომ თურმე მე ტყუილს ვამბობ, ეს აბსურდია, რადგან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, მისი თავმჯდომარე და ნებისმიერი წევრი ხაზინის ციფრებით ოპერირებს. დაგეგმილი ბიუჯეტი იყო 48 მილიონზე ცოტა მეტი და დღეს ამის მხოლოდ 60 %-ია შესრულებული. ამასთან, სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილის ხარჯებს ჰქვია "განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება". ეს ერთ-ერთი პრინციპული ხარჯია, რომელიც 11 თვის განმავლობაში ათვისებულია 57%-ის ფარგლებში", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ერთ-ერთი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯების კონტროლია. „კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს სრული უფლებამოსილება, არა მხოლოდ ჩვენ და არა მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, არამედ თითოეულ პარლამენტარს, ოპოზიცია იქნება ეს თუ უმრავლესობის წარმომადგენელი, თითოეულ მოქალაქეს, ვაკონტროლოთ ხარჯები“,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, მრავალი ევროპული ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ოპოზიციის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. „გერმანიის ბუნდესტაგში, ესპანეთში, იტალიაში, ირლანდიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ნორვეგიაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები არიან ოპოზიციიდან. გაწერილია მათი კანონმდებლობით, რომ ხარჯებზე კონტროლს აკისრებენ სწორედ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ოპოზიცია უფრო მიუკერძოებელი იქნება ამ მხრივ“,- განმარტა პარლამენტის წევრმა.

„სანამ ვიქნები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და ამ შემთხვევაში, არ ექნებოდა მნიშვნელობა, ოპოზიციიდან ვიქნებოდი თუ უმრავლესობიდან, ამას მაინც ვიტყოდი. მომავალშიც, სანამ ამ პოზიციაზე ვიქნები, მე პირუთვნელად, პრინციპულად დავიცავ ყველა იმ ჩემს უფლებამოსილებას და იმ პასუხისმგებლობას ვიზიარებ, რომ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს ვიყო კრიტიკული, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ფუნქცია“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე.



ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მსგავსი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა
22 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
22 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R