საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ბრიფინგი

ღონისძიებები 02 მარტი 2015
პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ბრიფინგი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2012-2014 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა პრესისა და საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრმა, ამ კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, გარკვეული მიზეზების გამო, წინა მოწვევის პარლამენტში ამ კომიტეტის საქმიანობა ფაქტობრივად პარალიზებული იყო, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ  კომიტეტის საქმიანობის აღორძინება 2012 წლის მოწვევის პარლამენტში დაიწყო.

„პირველი, რაც კომიტეტმა განახორციელა, იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის ფუნქციების აღდგენა-დაბრუნებაზე ზრუნვა, რისთვისაც კომიტეტის ძალისხმევით, პარლამენტმა რამდენიმე კვირაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. სამინისტროს მნიშვნელოვანი უფლებები დაუბრუნდა, რის შემდეგაც სამინისტრომ და კომიტეტმა ერთად განახორციელეს გარკვეული საქმიანობა ბუნების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ამ ორი წლის განმავლობაში კომიტეტმა 159 კანონპროექტი, 2 კონვენცია, რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება და ხელშეკრულება მოამზადა. მან ყურადღება იმ რამდენიმე კანონპროექტზე და დოკუმენტზეც გაამახვილა, რომელთა მიღებითაც მდგომარეობა გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ.  ესენია: “ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ“, „საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და სხვა. კომიტეტმა ამ ხნის განმავლობაში მრავალ საჯარო სკოლასა და გარემოსდაცვით ორგანიზაციასთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი. კომიტეტის რამდენიმე გასვლითი სხდომა გაიმართა ტყიბულში, ჭიათურასა და ლაგოდეხში ამ რაიონებში გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემების ადგილებზე გასაცნობად და რეალური გადაწყვეტილებების შესამუშავებლად.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და დახმარებით, შეიმუშავეს კომიტეტის სამოქმედო გეგმა მომავალი ორი წლისათვის, რომლის პრეზენტაცია ამ დღეებში იგეგმებოდა.  „ესაა უნიკალური პროექტი კომიტეტის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. იმედია, მომავალში, ვინც არ უნდა მოვიდეს კომიტეტის სათავეში, არ გადაუხვევს იმ ძირითად გეზს, რაც ჩვენ დავსახეთ კომიტეტის საქმიანობის გასააქტიურებლად“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტის ახალი ხელმძღვანელობა საქმიანობას სწორედ ამ მნიშვნელოვანი ნაშრომის საფუძველზე განახორციელებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ  მეტნაკლებად ვალმოხდილი მივდივარ თანამდებობიდან. „თავისუფალ დემოკრატებს“ 1 ოქტომბრის ღირებულებებისთვის არ გადაგვიხვევია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გავაკონტროლებთ მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. დასასრულ, მან კომიტეტის აპარატის წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.   

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
14 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა
13 ივლისი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა
05 მარტი 2020

პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
21 თებერვალი 2020

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა
24 იანვარი 2020

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R