საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამაზ მეჭიაურის და ნოდარ ებანოიძის ბრიფინგი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 10 ივნისი 2015
თამაზ მეჭიაურის და ნოდარ ებანოიძის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტის წევრების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ორგანულ კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევ კანონპროექტებებს პარლამენტი მომავალ კვირაში განიხილავს. აღნიშნული განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთეს.

„ბოლო წუთამდე ვმსჯელობდით იმ წინადადებებზე, რომლებიც მოდიოდა ბიზნესომბუდსმენისგან, გვქონდა საუბარი ბანკების ასოციაციასთან, კომერციულ ბანკებთან, დაწყებული ერთი თვიდან დამთავრებული ერთი კვირით, დროს ითხოვდნენ. კომერციული ბანკები, მაგალითად, 1 თვით ითხოვდნენ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას, ასევე, მოგეხსენებათ, გააკეთა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. მათ კიდევ სურთ კონსულტაციების გავლა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეს ჩაიშალა სხდომა და დიდი ალბათობით, პარასკევს დღის წესრიგი ძალიან გადატვირთული იქნება, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ერთი კვირით გადავწიოთ აღნიშნული საკითხის განხილვა და ეს კვირა გამოვიყენოთ კონსულტაციებისთვის როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა ბიზნეს წრეებთანაც, რომლებთანაც არ გვქონია ჯერ კონტაქტი, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, კომიტეტის სურვილია, კონსულტაციები უფრო ინტენსიური იყოს. „მოკლევადიანმა გადადებამ არ ვფიქრობ, რომ რამე შეიძლება დააზიანოს, პირიქით, ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად დავარწმუნებთ ჩვენ ყველას, რომ ამ ინიციატივის საფუძველი არის სურვილი იმისა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რადგან დღევანდელი სხდომა ვერ ჩატარდა, პარასკევის სხდომა უფრო მეტად დაიტვირთა, ეს საფუძველია იმისა, რომ ჩვენ გარკვეული დროით გავაგრძელოთ მსჯელობები და მივიდეთ პირველ საკომიტეტო განხილვამდე“, - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები განიხილა
08 ივნისი 2026

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
27 მაისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R