საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია \"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს\" თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ერთობლივი ბრიფინგი

ღონისძიებები 16 სექტემბერი 2014
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია \"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს\" თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ერთობლივი ბრიფინგი

ბრიფინგის თემა მიეძღვნა საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვისა და ამ პროცესის გაუმჯობესების ღონისძიებებს, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია კამპანია „დავასუფთავოთ საქართველო“.
გარემოს დამცველებისათვის სექტემბრის შუა რიცხვები ცნობილია როგორც დედამიწის დასუფთავების დღეები, რომელიც გაეროს ეგიდით მრავალი წელია დადგენილი და დამკვიდრებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

საქართველო ამ ღონისძიებაში სამი წლის წინ ჩაერთო. პროექტის - „დავასუფთავოთ საქართველო“ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები - საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, რომელთა წარმომადგენელებიც მონაწილებდნენ დღევანდელ ღონისძიებაში. პროექტი ფინანსურ მხარდაჭერას შვედეთის საერთაშორისო სააგენტოსგან იღებს.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, დედამიწის დასუფთავების დღეებმა, რომელიც 19-21 სექტემბერს აღინიშნება, წელს განსაკუთრებული სტატუსი შეიძინა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ აიტაცა ეს განსაკუთრებით კარგი წამოწყება და მასში შეძლებისდაგვარად ჩართო ყველა სამთავრობო უწყება.

როგორც ბრიფინგზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, საქართველოში გარემოს დაბინძურების მასშტაბები ძალიან დიდია, აღმოჩენილია უამრავი დაბინძურების კერა, რის შედეგადაც ეკოლოგიური ფონი წლიდან წლამდე უარესდება. ბევრგან გარემოსა და ბუნებისთვის უკვე გამოუსწორებელი ზიანია მიყენებული.

„ეს პრობლემა არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი მთავრობისათვის. თუმცა ვერცერთი მთავრობა ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება, თუ ჩვენ ყველამ - დაწყებული ხელისუფლების წარმომადგენლებით და დამთავრებული ნებისმიერი მოქალაქით, საერთო ძალისხმევა არ გამოვიჩინეთ და ერთად არ ვიზრუნეთ გარემოზე“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, უკვე შემუშავებულია კანონპროექტი მყარი ნარჩენების შესახებ, რომლის სამთავრობო განხილვები უკვე დასრულებულია და მალე პარლამენტს წარედგინება. აქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ იმავდროულად აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება.

გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით სფეროში ასევე გამართული კანონმდებლობის არსებობა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ერთად დავასუფთავოთ საქართველო, მაგრამ თუ მოსახლეობა მთლიანად არ დაგვიდგა გვერდზე, ამას ვერც ერთი მთავრობა ვერ მოერევა“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ. მან გარემოსდამცველთა სახელით მადლობა გადაუხადა პარლამენტს და მთავრობას ამ მართლაც საერთო საქმეში თანადგომისა და დახმარებისათვის, ასევე შვედეთის მთავრობას ფინანსური მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კამპანიაში „დავასუფთავოთ საქართველო“ სრულიად საქართველო ჩაებმება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
14 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა
13 ივლისი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა
05 მარტი 2020

პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
21 თებერვალი 2020

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა
24 იანვარი 2020

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R