საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანი მიროტაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

აპარატი 30 იანვარი 2015
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანი მიროტაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანი მიროტაძემ პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა.

დეპუტატი სტაჟიორებს ქვეყანაში არსებული აქტუალური თემების შესახებ ესაუბრა. ანი მიროტაძემ საქართველოსა და ევროკავშირის ამჟამინდელ და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პარლამენტის წევრის თქმით, ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით მხოლოდ ხელისუფლების ქმედებები საკმარისი არ არის და თითოეული ქართველი მზად უნდა იყოს ევროპული ღირებულებების მისაღებად, რაც უპირველესად, კანონის მორჩილებას, სხვათა უფლებების დაცვასა და მეტ შემწყნარებლობას გულისხმობს.

ანი მიროტაძე საუბრისას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხო და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ,,ამ ეტაპზე მე არ ვარ კმაყოფილი საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, თუმცა იმედი მაქვს, თანმიმდევრული პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ და დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს,“ - აღნიშნა დეპუტატმა. 

შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას. როგორც ანი მიროტაძემ აღნიშნა, ამ საკითხის საკანონმდებლო კონტროლი მიმდინარეობს და მისი ინფორმაციით, გამოძიება ბოლო ეტაპზეა. 

პარლამენტის წევრი სტაჟიორებს მედიის მნიშვნელობისა და როლის შესახებაც ესაუბრა. ანი მიროტაძის განაცხადებით, ხელისუფლების მხრიდან დაუშვებელია, რაიმე ტიპის ჩარევა რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში. მისივე თქმით, დამოუკიდებელი მედია ქვეყნაში არსებული დემოკრატიის ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

დეპუტატმა ამომწურავად უპასუხა სტაჟიორების შეკითხვებსაც, რომლებიც, ძირითადად, ქვეყნის საგარეო ურთიერთობებსა და და ქვეყნის შიგნით არსებულ აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. 

შეხვედრის ბოლოს, ანი მიროტაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, რადგან მისივე თქმით, ახალგაზრდული რესურსი და ენერგია ამ პროცესებში საკმაოდ მნიშვნელოვანია.

სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. წელს პარლამენტს 24 სტაჟიორი ჰყავს, რომლებიც სტაჟირებას პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადიან. სტაჟიორები საპარლამენტო საქამიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ისინი ესწრებიან კომიტეტების სხდომებს და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკასაც ეცნობიან. 

სტაჟირების პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს
03 ივნისი 2026

პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს

მსგავსი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ
28 მაისი 2026

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
22 აპრილი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
01 აპრილი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

კახა ოქროჯანაშვილი და გიორგი მაქარაშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
30 იანვარი 2026

კახა ოქროჯანაშვილი და გიორგი მაქარაშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R